ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს.

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება საკოლექციო მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი, მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო.

კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.

საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს შეხვდა. შეხვედრისას სებ-ის პრეზიდენტმა უწმინდესსა და უნეტარესს მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეპოქალურ მოვლენებს. ამას ადასტურებს წინა წლებში გამოშვებული ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი მონეტებიც, მათ შორის, ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნად გამოშვებული 10 ლარის ნომინალის მონეტები.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის…
სებ-მა ვალუტის გადამცვლელი ორი პუნქტი 228 600 ლარით დააჯარიმა

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი ორი პუნქტი 228 600 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და შესაბამისი რეგულაციების დარღვევის გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტები შპს…
რას მოიცავს სებ-ის 2026-2028 წლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა? – დადგენილება

რას მოიცავს სებ-ის 2026-2028 წლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც…

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს 76 ხმით მხარი…